Reuters – FBI უკრაინას ომის დანაშაულების შესახებ მტკიცებულებების შეგროვებაში ეხმარება
26/04/2023 09:10:14 მსოფლიო
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო [FBI] უკრაინას ომის დანაშაულების შესახებ მტკიცებულებების შეგროვებაში ეხმარება, – იუწყება Reuters.
გამოცემის ცნობით, ძირითადად, საუბარია ციფრულ ინფორმაციაზე, როგორიცაა გეოლოკაცია, ზარები მობილური ტელეფონებიდან და მათი მფლობელების ინფორმაცია.
„ინფორმაციის შეგროვება, მისი ანალიზი და შემდგომი გამოყენება არის ის, რაშიც FBI-ს აქვს დიდი გამოცდილება“, განუცხადა FBI-ს სპეციალურმა აგენტმა ალექს კობზანეცმა გამოცემას.
გარდა ამისა, მიმდინარეობს მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის და დაღუპული ჯარისკაცების დნმ-ის ნიმუშების ანალიზიც.
ეს ყველაფერი კიბერუსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და უკრაინას შორის მჭიდრო თანამშრომლობის დასტურია, რომელშიც ორივე ქვეყანა რუსეთს საფრთხედ მიიჩნევს.
FBI ამტკიცებს, რომ მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზში ჩართულია რამდენიმე ამერიკული სპეციალიზებული კომპანიაც და იმის შანსი, რომ რუსეთის მხრიდან ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულებისა და დამნაშავეების მაქსიმალური რაოდენობა დადგინდეს, ძალიან დიდია.


