
„A-კატეგორიის ტაქსების ნაწილს შესაძლებლობა მიეცემა საავტობუსე ზოლებში იმოძრაონ“ - კალაძე
26/04/2023 07:46:13 საზოგადოება
„A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს 1 ივნისიდან, ეძლევათ შესაძლებლობა, საავტობუსე ზოლებში არამხოლოდ მგზავრი აიყვანონ და ჩამოსვან, არამედ გადაადგილდნენ ამ ზოლში“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს მაისიდან დაურიგდებათ სპეციალური სტიკერები, რომლითაც მათი იდენტიფიცირება მარტივი გახდება.
„აღნიშნული სიახლე შეეხება მხოლოდ და მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს თუ ავტომანქანის ასაკი არ აღემატება 10 წელს. საავტობუსე ზოლში ტაქსების გადაადგილება მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს. აღსანიშნავია ისიც, რომ A კატეგორიის ტაქსი დაიშვება მხოლოდ და მხოლოდ იმ ზოლში, სადაც ავტობუსი მოძრაობს სხვა ტრანსპორტის მიმართულებით და არა საპირისპირო მხარეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.