Accentnews.ge
გერმანიის საჰაერო ძალები – გერმანული და ბრიტანული ავიაგამანადგურებლები ბალტიის ზღვის თავზე სამ რუსულ თვითმფრინავს აედევნენ

გერმანიის საჰაერო ძალები – გერმანული და ბრიტანული ავიაგამანადგურებლები ბალტიის ზღვის თავზე სამ რუსულ თვითმფრინავს აედევნენ

26/04/2023 07:12:58 მსოფლიო

გერმანული და ბრიტანული ავიაგამანადგურებლები ბალტიის ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში სამ რუსულ თვითმფრინავს აედევნენ, – იუწყება გერმანიის საჰაერო ძალები.

მისი ცნობით, 2 SU-27–ის ტიპის და ერთი IL-20 ტიპის თვითმფრინავი ტრანსპონდერის სიგნალების გარეშე დაფრინავდნენ

ვინაიდან ნატო–ს ქვეყნებს – ესტონეთს, ლატვიას და ლიეტუვას არ აქვთ საკუთარი მოიერიშე თვითმფრინავები, ალიანსი 2004 წლიდან იცავს ბალტიის საჰაერო სივრცეს. ამ მიზნით, მოკავშირეები რეგულარულად პატრულირებენ ბალტიის ზღვის თავზე. ამჯერად ნატო–ს მისიას გერმანია და დიდი ბრიტანეთი ასრულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S