Accentnews.ge
შავ ზღვაში რუსული რაკეტმზიდების რაოდენობა გაორმაგდა

შავ ზღვაში რუსული რაკეტმზიდების რაოდენობა გაორმაგდა

26/04/2023 05:48:06 მსოფლიო

შავ ზღვაში რუსული რაკეტმზიდების რაოდენობა გაორმაგდა, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების "სამხრეთის" სარდლობა.

"მტრის საზღვაო დაჯგუფება 13 ხომალდამდეა გაზრდილი, რაკეტმზიდების რაოდენობა კი - ორჯერ. საბრძოლო მორიგეობაზეა ორი წყალზედა და ორი წყალქვეშა რაკეტმზიდი. "კალიბრების" ჯამური ზალპი 24-ს შეიძლება, აღწევდეს" - ნათქვამია "სამხრეთის" სარდლობის განცხადებაში.

სამხედროები სარაკეტო საფრთხის დონეს "ძალიან მაღლად" აფასებენ.

25 აპრილს დილით ვრცელდებოდა ცნობები შავ ზღვაში შვიდი რუსული ხომალდის შესახებ, რომელთა შორის იყო ორი რაკეტმზიდი "კალიბრიც".

18 აპრილს უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა, რომ რუსებს "კალიბრების" კრიტიკულად მცირე რაოდენობა რჩებოდათ, ამდენად, მათი გამოყენების ალბათობა დაბალი იყო, თუმცა მოუწოდა მოსახლეობას, საფრთხე არ უგულებელჰყოს და სათანადო ყურადღებით მოეკიდოს განგაშის სიგნალებს..

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S