Accentnews.ge
მოსკოვის წითელი მოედანი ორი კვირით იკეტება

მოსკოვის წითელი მოედანი ორი კვირით იკეტება

26/04/2023 05:27:42 მსოფლიო

მოსკოვის წითელი მოედანი 27 აპრილიდან 10 მაისამდე ჩაიკეტება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ეს გადაწყვეტილება დიდ სამამულო ომში გამარჯვების 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის მზადებასა და თავად საცხრამაისო აღლუმს უკავშირდება.

ესოდენ ხანგრძლივი ვადით - ორი კვირით რუსეთის მთავარ მოედანს ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად კეტავენ.

დაცვის ფედერალური სამსახურის თანამშრმლებს აღლუმის ჩატარების მიდამოებში "სტერილური ზონის" უზრუნველყოფა დაევალათ, რაც უკრაინასთან მიმდინარე ომთან დაკავშირებულ რისკებს უკავშირდება, - განუცხადა ტელეგრამ-არხ Brief-ს წყარომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მისივე თქმით, ძალოვან უწყებებში თვიან, რომ რუსეთში რამდენიმე დივერსიული ჯგუფი მოქმედებს, რომელთა მიზანს სამხედრო აღლუმის ჩაშლა წარმოადგენს.

26 აპრილიდან რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მოსკოვის განყოფილება საგანგებო რეჟიმზე გადაჰყავთ, შსს და როსგვარდია კი - გაძლიერებულ რეჟიმზე, - იუწყება გამოცემა Baza.

მიზეზები ოფიციალურად არ განუმარტავთ, თუმცა კომენტატორები ამას რუსეთის ხელისუფლების შიშით ხსნიან, რომელიც მოსკოვის მიდამოებში უკრაინული დრონების გამოჩენის გახშირებას უკავშირდება.

აპრილის დასაწყისში უკრაინელმა ბიზნესმენმა ვლადიმირ იაცენკომ დრონების მწარმოებლებისთვის კონკურსი გამოაცხადა და 20 მლნ გრივნას (500 ათას დოლარზე მეტს) დაჰპირდა მას, ვისი დრონიც 9 მაისს წითელ მოედანზე დაშვებას მოახერხებდა. .

გამარჯვების აღლუმს 10 000 სამხედროს და 125 ერთეული ტექნიკის მონაწილეობით პრეზიდენტი პუტინი ჩაიბარებს. "ის, რაღა თქმა უნდა, სიტყვითაც გამოვა. აღლუმზე სიტყვით გამოსვლა აუცილებელია" - განაცხადა კრემლის პრეს-სპიკრმა დიმიტრი პესკოვმა.

მანამდე უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე 9 მაისის აღლუმები რუსეთის რამდენიმე რეგიონში გააუქმეს. გაუქმდა ასევე "უკვდავი პოლკის" ტრადიციული მსვლელობები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S