ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - უკრაინას, მათ შორის ჯავშანგამტანი ჭურვები გაღარიბებული ურანით გავუგზავნეთ
25/04/2023 19:23:17 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯეიმს ჰიპი აცხადებს, რომ ქვეყანამ უკრაინას Challenger 2-ის ტიპის ტანკებისთვის საბრძოლო მასალა, მათ შორის ჯავშანგამტანი ჭურვები გაღარიბებული ურანით გაუგზავნა.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული Challenger 2–ის ტიპის ტანკები და საბრძოლო მასალა გაღარიბებული ურანით ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლშია და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო თვალს არ ადევნებს ადგილმდებარეობას, თუ საიდან ისვრიან უკრაინელი სამხედროები ჭურვებს გაღარიბებული ურანით უკრაინის ტერიტორიაზე.
ცნობისთვის: საბრძოლო მასალა გაღარიბებული ურანით არ ითვლება ქიმიურ ან ბირთვულ იარაღად, შესაბამისად მისი გამოღენება საერთაშორისო ნორმების მხრივ არანაირად არ რეგულირდება.


