Accentnews.ge
კულება - დროა, ვაღიაროთ, რომ უკრაინის ნატო-ში მიღების ალტერნატივა არ არსებობს

კულება - დროა, ვაღიაროთ, რომ უკრაინის ნატო-ში მიღების ალტერნატივა არ არსებობს

25/04/2023 18:56:13 მსოფლიო

თავის მართლება უნდა შევწყვიტოთ და ვაღიაროთ, რომ უკრაინის ნატო–ში გაწევრიანების ალტერნატივა არ არსებობს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

როგორც კულება აღნიშნავს, ეჭვქვეშ არ აყენებს ალიანსის ერთგულებას უკრაინისადმი, თუმცა ეჭვქვეშ აყენებს ალიანსის სტრატეგიას:

"უკრაინისადმი ნატოს ამჟამინდელ ერთგულებას ეჭვის ქვეშ არ ვაყენებ. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ალიანსის წევრები კიევს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას აწვდიდნენ. მაგრამ ეჭვის ქვეშ ვაყენებ ნატოს სტრატეგიას, როდესაც საუბარია უკრაინაზე და ევროატლანტიკური რეგიონის გრძელვადიან უსაფრთხოებაზე”.

მისი თქმით, რუსეთის მიმართ ალიანსის ფრთხილ პოლიტიკას საშინელი შედეგები ჰქონდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო წევრი სახელმწიფოები ლიდერებს გაბედული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს, რომელსაც უსაფრთხოების მხრივ რეგიონში არსებულ ვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S