Accentnews.ge
მედია – კახეთში 26 წლის ბიჭმა 77 წლის ბებია გააუპატიურა

მედია – კახეთში 26 წლის ბიჭმა 77 წლის ბებია გააუპატიურა

25/04/2023 18:30:52 საზოგადოება

კახეთში 26 წლის შვილიშვილმა 77 წლის ბებია გააუპატიურა, – იუწყება "კახეთის ხმა". შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

გამოცემის ცნობით, ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, როცა კაცს ძალადობის დროს მამამ შეუსწრო, რის შემდეგაც ხანდაზმულმა შეძლო და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. არსებული ინფორმაციით, ეს ბებიაზე ძალადობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

“როგორც ბებიიისგან ვიცით, შვილიშვილმა მასზე რამდენჯერმე იძალადა. ამ ბიჭს ბოლო რამდენიმე წელია ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა”- ამბობენ თანასოფლელები.

საქმეზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო. დღეს 26 წლის კაცს თელავის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S