ერდოღანმა უკრაინელ მაშველთა გუნდს მადლობის მედალი გადასცა
25/04/2023 17:58:08 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ მაშველებს, რომლებიც ქვეყანას დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციაში დაეხმარნენ, მადლიერების მედალი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ელჩი თურქეთში ვასილ ბოდნარმა ავრცელებს.
"რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქი ხალხის სახელით მადლობის მედალი გადასცა უკრაინელ მაშველთა გუნდს, რომლებიც დაეხმარნენ თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრას", - აცხადებს ელჩი.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ორი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 50 132-მდე გაიზარდა.


