შვედეთი ქვეყნიდან 5 რუს დიპლომატს აძევებს
25/04/2023 17:29:36 მსოფლიო
შვედეთი ქვეყნიდან 5 რუს დიპლომატს აძევებს. ინფორმაციას ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შვედეთმა რუსეთის ელჩი დაიბარა და აცნობა, რომ საელჩოში დასაქმებულ ხუთ ადამიანს სთხოვეს ქვეყნის დატოვება იმ ქმედებების შედეგად, რომლებიც შეუთავსებელია ვენის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციასთან", - აცხადებს შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მანამდე, 13 აპრილს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯაშუშობის ბრალდებების გამო რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.


