Accentnews.ge
"წამალი ბავშვებს" - მშობლების პროტესტი გრძელდება

"წამალი ბავშვებს" - მშობლების პროტესტი გრძელდება

25/04/2023 16:46:09 საზოგადოება

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი გრძელდება. ამ წუთებში რუსთველის გამზირზე მათი მსვლელობა მიმდინარეობს.

იქამდე ისინი ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.

როგორც ერთ-ერთმა მშობელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, ჩაერთოს პროცესში, რათა "დაჩქარდეს მოვლენები, შეიქმნას დროულად ეროვნული პროტოკოლი და დროულად შემოვიდეს საქართველოში საჭირო მედიკამენტი - ვოზორიტიდი".

წელიწადზე მეტია, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედები პრეპარატ "ვოსორიტიდის" შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. მშობლების ნაწილი ბოლო რამდენიმე დღეა, ღამეებს მთავრობის კანცელარიასთან ათენებს. მშობლები ამბობენ, რომ ეს წამალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის და მის მიღებას მხოლოდ 14-16 წლის ასაკამდე აქვს შედეგი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S