Accentnews.ge
პრეზიდენტი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ხვდება

პრეზიდენტი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ხვდება

25/04/2023 14:21:13 პოლიტიკა, საზოგადოება

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ხვდება.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, ამ წუთებში მიმდინარეობს.

წელიწადზე მეტია, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედები პრეპარატ "ვოსორიტიდის" შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. მშობლების ნაწილი ბოლო რამდენიმე დღეა, ღამეებს მთავრობის კანცელარიასთან ათენებს. მშობლები ამბობენ, რომ ეს წამალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის და მის მიღებას მხოლოდ 14-16 წლის ასაკამდე აქვს შედეგი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S