Accentnews.ge
ევროკომისია უკრაინას 1.5 მლრდ ევროს გამოუყოფს

ევროკომისია უკრაინას 1.5 მლრდ ევროს გამოუყოფს

25/04/2023 12:26:49 მსოფლიო

ევროკომისია მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ფარგლებში უკრაინას დღეს 1.5 მილიარდ ევროს მიაწვდის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს, რათა მან რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლოს.

„გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, მისი ინსტიტუტებისა და ინფრასტრუქტურის მუშაობის გაგრძელებაში და გადამწყვეტი რეფორმების გატარებაში“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S