Accentnews.ge
როგორია ტელევიზიების რეიტინგები IRI-ს კვლევის მიხედვით

როგორია ტელევიზიების რეიტინგები IRI-ს კვლევის მიხედვით

25/04/2023 10:15:50 საზოგადოება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების თანახმად, ტელევიზიებს შორის ყველაზე მეტად „იმედის“ ახალ ამბებს და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობიან.

კითხვაზე „რომელი ქართული ტელევიზიის ახალ ამბებს და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობით ყველაზე მეტად“ პასუხები ასე გადანაწილდა:

იმედი — 28%

მთავარი არხი — 14%

ტვ პირველი — 11%

რუსთავი 2 — 9%

ფორმულა — 3%

საზოგადოებრივი მაუწყებელი — 3%

პალიტრა — 1%-ზე ნაკლები

ობიექტივი — 1%-ზე ნაკლები

პოს ტვ — 1%-ზე ნაკლები

ალტ-ინფო — 1%-ზე ნაკლები

სხვა — 4%

ამასთან, კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების 23% არც ერთი ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებას არ ენდობა.

გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ ბოლო წლის განმავლობაში მედიის დამოუკიდებლობა საქართველოში გაუარესდა, 27%-ის აზრით — გაუმჯობესდა, ხოლო 39% თვლის, რომ არც პროგრესს და არც რეგრესს ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, 70% თითქმის ყოველდღიურად იყენებს სოციალურ მედიას. ყველაზე პოპულარული სოციალური მედიაა: ფეისბუქი (97%), ინსტაგრამი (26%), ტიკტოკი (17%), ტელეგრამი (5%), ტვიტერი (3%).

ცნობისთვის: IRI-ს კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S