Accentnews.ge
IRI - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

IRI - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

25/04/2023 09:25:35 პოლიტიკა

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს, ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობას გამოხატავს და უკმაყოფილოა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის გამო, - ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევაშია აღნიშნული.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მხარდაჭერა, ორგანიზაციის ცნობით, წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.

„ცალსახა და ნათელია საქართველოს მოქალაქეების სურვილი, გახდნენ ევროკავშირის წევრები და განაგრძონ დასავლურ, დემოკრატიულ ინსტიტუციებში ინტეგრაცია. საქართველოს მოქალაქეების ნების აღსრულება მთავრობის და ქვეყნის ლიდერების პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

ცნობისთვის: IRI-ს კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S