Accentnews.ge
IRI – გამოკითხულთა 43% მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ეთანხმება

IRI – გამოკითხულთა 43% მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ეთანხმება

25/04/2023 09:15:22 პოლიტიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 43% ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ეთანხმება

კითხვაზე, "ეთანხმები, თუ წინააღმდეგი ხარ მკურნალობის მიზნით მიხეილ სააკაშვილის სხვა ქვეყანაში გადაყვანას", პროცენტები ასე განაწილდა: გამოკითხულთა 43% ეთანხმება სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. 18% მეტ-ნაკლებად ეხმარება. 7% მეტ- ნაკლებად ეწინააღმდეგება და 26% კატეგორიული წინააღმდეგია.

გამოკითხულთა 37% ფიქრობს, რომ სააკაშვილმა სრული სამედიცინო მკურნალობა უნდა მიიღოს საქართველოში, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში. 25% ფიქრობს, რომ სააკაშვილი მკურნალობის მიზნით უნდა გათავისუფლდეს, გაიგზავნოს სხვა ქვეყანაში და დაბრუნდეს პატიმრობაში მკურნალობის დასრულების შემდეგ. 31% ფიქრობს, რომ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: IRI-ს კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S