Accentnews.ge
კიევი –  სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინამ განახორციელა

კიევი –  სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინამ განახორციელა

25/04/2023 08:49:41 პოლიტიკა

საქართველოს, პერუსა და უკრაინის მოქალაქეების სუდანიდან ევაკუაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ძალისხმევით განხორციელდა, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციაში.

მისი ცნობით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით მოქმედებდა ხარტუმიდან მშვიდობის მოქალაქეების წარმატებულად დასრულებულ საევაკუაციო ოპერაციაში.

„შეიარაღებული კონფლიქტის ზონიდან ევაკუირებულია უკრაინის 87 მოქალაქე ძირითადად საავიაციო სპეციალისტები - პილოტები, ტექნიკოსები და მათ ოჯახის წევრები. ასევე ევაკუირებულია საქართველოს და პერუს მოქალაქეები. მთლიანობაში 138 მოქალაქე მათ შორის 25 ქალი და 12 ბავშვი“, - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "საქართველოს მოქალექეების გამოყვანა მოხდა ქართული მხარის ძალისხმევით და დაგეგმვით".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასრულებულად გამოაცხადა სუდანიდან საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაციის პირველი ფაზა. მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა დღეს დილით განაცხადა, რომ სუდანის დედაქალაქ ხარტუმიდან გაყვანილი მოქალაქეები სუდანი-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში არიან და მათ გადაიყვანენ ეგვიპტის ტერიტორიაზე, საიდანაც სამშობლოში გაემგზავრებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S