Accentnews.ge
როგორია პოლიტიკური პარტიების რეიტინგები IRI-ს კვლევის მიხედვით

როგორია პოლიტიკური პარტიების რეიტინგები IRI-ს კვლევის მიხედვით

25/04/2023 08:46:29 პოლიტიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი შემცირებულია. კერძოდ, კითხვაზე, მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19% ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, რაც გასული წლის ნოემბერთან შედარებით 6%-ითაა შემცირებული.

ამავე კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 14% ამბობს, რომ ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა. ხოლო 3%-იანი მხარდაჭერა აქვს გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებას“. რაც შეეხება ლეიბორისტულ პარტიას, „ლელოს“, „გირჩს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, პარტია „ხალხისთვის“ და პარტია „მოქალაქეებს“, ამ პარტიებს 2%-იანი მხარდაჭერა აქვთ. 1%-იანი მხარდაჭერა აქვს შემდეგ პარტიებს: ალტ-ინფოს „კონსერვატიულ მოძრაობას“, ელენე ხოშტარიას „დროას“ და „ევროპულ საქართველოს“.

IRI-ს ახალ კვლევაში ასევე გაზომილია საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების მიერ შექმნილი „ხალხის ძალის“ რეიტინგიც. კვლევის მიხედვით, „ხალხის ძალას“ მხარს რესპონდენტთა 1%-ზე ნაკლები უჭერს.

ამასთან გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ არ იცის ხმას ვის მისცემდა.

ცნობისთვის: IRI-ს კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S