Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინის ქალაქ კუპიანსკზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინის ქალაქ კუპიანსკზე სარაკეტო იერიში მიიტანა

25/04/2023 07:43:21 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინის ქალაქ კუპიანსკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მომხდარის შედეგად, სულ მცირე, 1 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა "რადიო თავისუფლების" უკრაინულ სამსახურს განუცხადა, რომ С-300 ტიპის ორი რაკეტა კუპიანსკის ცენტრში აფეთქდა.

მისი ცნობით, დანგრეულია მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობა.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S