Accentnews.ge
პენტაგონი - Abrams-ები უკრაინაში შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე ჩავიდეს

პენტაგონი - Abrams-ები უკრაინაში შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე ჩავიდეს

25/04/2023 07:07:45 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაპირებული Abrams-ის ტიპის ტანკები უკრაინაში შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე ჩავიდეს, - ამის შესახებ პენტაგონის პრეს-სპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინელი სამხედროების მომზადება გერმანიაში 2023 წლის ბოლომდე დასრულდება.

პატრიკ რაიდერის განმარტებით, ტანკები, რომლებიც გერმანიაში წვრთნებისთვის ჩავა, განსხვავდება საბრძოლო ტანკებისგან, რომლებსაც შემდგომში უკრაინის არმია მიიღებს.

"ეს ტანკები გამოყენებული იქნება მხოლოდ საწვრთნელად. ეს არ არის განახლებული ტანკები, რომლებიც მოგვიანებით უკრაინაში წავა", - აღნიშნა გენერალმა პატრიკ რაიდერმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S