Accentnews.ge
28 აპრილს საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

28 აპრილს საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

25/04/2023 06:36:11 პოლიტიკა

28 აპრილს საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ეწვევა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კატრინ კოლონა შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. უწყების ინფორმაციით, იგი მხარდაჭერას გამოხატავს კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რაც არის არსებითი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის.

საქართველოში ვიზიტამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 26-28 აპრილს აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S