Accentnews.ge
ევროკავშირი, აშშ და ბრიტანეთი ირანს სანქციებს უმკაცრებენ

ევროკავშირი, აშშ და ბრიტანეთი ირანს სანქციებს უმკაცრებენ

25/04/2023 06:21:10 მსოფლიო

ევროკავშირმა, აშშ-მა და ბრიტანეთმა სანქციები გაუმკაცრეს ირანს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.

სანქციების მთავარი სამიზნეა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC).

ევროკავშირის საბჭომ 24 აპრილს გამოაცხადა, რომ სანქციები უწესდება რვა პირს, რომლებიც ყველაზე მჭიდროდ არიან დაკავშირებული IRGC-სთან და მის ფინანსურ განშტოებასთან, ტელეკომუნიკაციების კომპანია Ariantel-თან - რომელიც, საბჭოს თქმით, მთავარ როლს ასრულებს მთავრობის ძალისხმევაში ირანში პროტესტისა და კრიტიკული ხმების ჩასახშობად.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ახალი სანქციები უწესდება IRGC-ის ოთხ წევრს, ბრიტანეთმა კი თქვა, რომ მოგზაურობაზე შეზღუდვას უწესებს და ქონებას უყინავს IRGC-ის ოთხ წევრს და "მთლიანად IRGC-ს".

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის თქმით, ეს ზომა ხორციელდება აშშ-სთან და ევროკავშირთან კოორდინაციით, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმა.

აქტივისტები ევროკავშირს და ბრიტანეთს მზარდად მოუწოდებენ IRGC ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარონ, თუმცა ეს ნაბიჯი ჯერჯერობით გადადგმული არ არის. სანქციები დაუწესდა ამ ელიტურ სამხედრო ჯგუფთან დაკავშირებულ ათობით პირს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S