„იყო ცარიელი დაპირებები" - "რადიო თავისუფლების" წყაროები ლუქსემბურგში ილია დარჩიაშვილის შეხვედრაზე
25/04/2023 06:03:44 პოლიტიკა
ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი დაესწრო EU-ს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრას.
როგორც "რადიო თავისუფლება" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, 24 აპრილს გამართულ შეხვედრზე ილია დარჩიაშვილი იყო „ძალიან არაშთამბეჭდავი და მოსაწყენი. იყო ცარიელი დაპირებები და არ გაეცა პასუხი საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეშფოთებებს".
ილია დარჩიაშვილის მონაწილეობით გამართული შეხვედრის შესახებ „ტვიტერის" ანგარიშზე დაწერა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს ლუქსემბურგში შევხვდი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე (FAC), რათა განგვეხილა რეფორმებთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია, განსაკუთრებით 12 პრიორიტეტის იმპლემენტაცია.
ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მტკიცე ძალისხმევას გამოწვევებით სავსე სიტუაციაში რეგიონული უსაფრთხოების მხრივ", - აღნიშნა ევროკომისარმა.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი – ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.


