Accentnews.ge
სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ეგვიპტიდან დაბრუნდებიან

სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ეგვიპტიდან დაბრუნდებიან

25/04/2023 05:57:06 საზოგადოება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულებულია.

მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სუდანის დედაქალაქ ხართუმიდან გაყვანილი მოქალაქეები სუდანი-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში არიან და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უახლოეს პერიოდში, საქართველოს მოქალაქეებს გადაიყვანენ ეგვიპტის ტერიტორიაზე, საიდანაც ისინი სამშობლოში გაემგზავრებიან.

15 აპრილს სუდანში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. იმ დროისთვის ქვეყნის დედაქალაქ ხართუმში მივლინებით იმყოფებოდა ავიაკომპანიების Geo Sky-სა და MyWay-ს 33 თანამშრომელი. მოგვიანებით ისინი ხართუმიდან სხვა, შედარებით უსაფრთხო რაიონში გადაიყვანეს.

მსოფლიოს სახელმწიფოებმა სუდანში მყოფი მოქალაქეების ევაკუაციის დაწყება რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ შეძლეს, რაც დაპირისპირებულმა მხარეებმა დროებით ზავი გამოაცხადეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S