Accentnews.ge
ბლინკენი სუდანში "ვაგნერის" ყოფნის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ბლინკენი სუდანში "ვაგნერის" ყოფნის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

24/04/2023 19:28:47 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სუდანში რუსეთის გასამხედროებული ჯგუფის "ვაგნერის" ყოფნის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

მისი თქმით, "ვაგნერი" სუდანში კონფლიქტის გამწვავების საფრთხეს ქმნის.

"ვაგნერს", რომელიც აქტიურობს მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ასევე – უკრაინაში, მეტი სიკვდილი და ნგრევა მოაქვს", – განაცხადა ბლინკენმა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ განიხილავს, როგორ უნდა დაეხმაროს თავის მოქალაქეებს, რომელთაც სურთ სუდანის დატოვება.

შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონმა 22 აპრილს ხართუმში აშშ-ის საელჩოდან უსაფრთხოების რისკების გამო პერსონალის ევაკუაცია განხორციელა.

სუდანში არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებებს 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S