
ერთ მოსახლეზე მშპ-ის ოდენობით საქართველო მსოფლიოში 92-ე ადგილზეა
24/04/2023 18:38:11 ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2023 წელს მსოფლიოში ერთ მოსახლეზე ყველაზე მაღალი 132 ათასი დოლარის შემოსავალი კვლავ ლუქსემბურგში იქნება. მეორე ადგილზეა ირლანდია 114 ათასი დოლარის შემოსავლით, მესამე პოზიციას კი ნორვეგია იკავებს 101 ათასი დოლარის შემოსავლით.
2023 წელს საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე მიმდინარე ფასებში 7,600 დოლარს მიაღწევს, რაც წინა წელთან შედარებუთ 929 დოლარით მეტია. ამ მაჩვენებლით, საქართველო მშპ-ის დონით მსოფლიოში 92-ე ადგილზე იქნება. შედარებისთვის გასულ წელს საქართველო მშპ-ის დონით მსოფლიოში 95-ე ადგილზე იყო.
ფონდის შეფასებით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა IMF-ის შეფასებით 4%-ით გაიზრდება, რაც მთავრობის მიერ პროგნოზირებულ ზრდაზე 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ამ ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში 62-ე ადგილზე იქნება.