Accentnews.ge
დავით ზურაბიშვილი – აუცილებლად ვუჩივლებ ირაკლი კობახიძეს ცილისწამებისთვის

დავით ზურაბიშვილი – აუცილებლად ვუჩივლებ ირაკლი კობახიძეს ცილისწამებისთვის

24/04/2023 17:53:30 მსოფლიო

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი გეგმავს, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლოს.

„მის ამ გამოხტომას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებ. გავივლი კონსულტაციას იურისტებთან და აუცილებლად ვუჩივლებ მას სასამართლოში ცილისწამებისთვის“, – წერს ზურაბიშვილი.

მანამდე კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი „უცხოელი აგენტია“:

„დავით ზურაბიშვილი ნამდვილად უცხოელი აგენტია. აქედან გამომდინარე, კარგად ვიცით, რას უნდა მივაწეროთ მისი ასეთი განცხადება, როცა ბიძინა ივანიშვილისთვის დაპატიმრების ორდენის გამოწერაზე საუბრობს. ყველაფერი ნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ მანკიერი ინტერესები კვლავაც არსებობს – დავით ზურაბიშვილი არის გლობალური ომის პარტიის აგენტი. შესაბამისად, როგორც ჩანს, ამ პარტიას კვლავაც აქვს ინტერესი, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. ჯერ კიდევ არის ინტერესი საქართველოს მიმართ, აქ გაიხსნას მეორე ფრონტი. სწორედ ამიტომ ხორციელდება ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და ამის გამხმოვანებელია უცხოელი აგენტი დავით ზურაბიშვილი“, – თქვა კობახიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S