ჯოზეფ ბორელი - ჩვენ მოვუწოდეთ მინისტრ დარჩიაშვილს, რომ გაგზავნოს პოზიტიური სიგნალი წევრი ქვეყნების მიმართ პრიორიტეტული საკითხების შესრულების კუთხით
24/04/2023 17:08:38 პოლიტიკა
ჩვენ მოვუწოდეთ მინისტრ დარჩიაშვილს, რომ გაგზავნოს პოზიტიური სიგნალი წევრი ქვეყნების მიმართ პრიორიტეტული საკითხების შესრულების კუთხით,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმიგი, ის შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს და განიხილეს საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ევროინტეგრაციის კუთხით და ამავდროულად დემოკრატიის გაძლიერების საჭიროება.
"ჩვენ ვადასტურებთ, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, თუმცა სჭირდება მეტი რეფორმები, რადგან წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება და ჩვენ მოვუწოდეთ მინისტრ დარჩიაშვილს, რომ გაგზავნოს პოზიტიური სიგნალი წევრი ქვეყნების მიმართ პრიორიტეტული საკითხების შესრულების კუთხით“, - განაცხადა ბორელმა.


