Accentnews.ge
ევროკავშირი რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლისთვის მოლდოვაში მისიას გზავნის

ევროკავშირი რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლისთვის მოლდოვაში მისიას გზავნის

24/04/2023 17:01:27 მსოფლიო

ევროკავშირი რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლისთვის მოლდოვაში მისიას გზავნის. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმოამდგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

"ჩვენ ვაძლიერებთ ევროკავშირის მხარდაჭერას მოლდოვის მიმართ ქვეყნის უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დასაცავად. ამ ახალი მისიის განვითარება წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნიშანს ევროკავშირის მხარდაჭერისა ამჟამინდელ რთულ გარემოებებში", - ამბობს ბორელი.

მისია შედგება სამოქალაქო სპეციალისტებისგან, რომლებიც ორი წლის განმავლობაში იმუშავებენ მოლდოვის ტერიტორიაზე. მისიის მიზანი იქნება ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის გამძლეობის გაზრდა და წინააღმდეგობის გაწევა ინფორმაციით მანიპულირების მცდელობებისთვის.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ თებერვალში ისაუბრა ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის რუსეთის გეგმაზე. სანდუს თქმით, მოსკოვს სურს ქვეყნის სათავეში თავისი ძალები მოიყვანოს. რუსეთის მიზნებზე მოლდოვის სტრუქტურებს შეატყობინეს კოლეგებმა უკრაინის სპეცსამსახურებიდან. სანდუს თქმით, რუსეთის მიზნებია ქვეყნის ევროინტერგრაციის პროცესის შეჩერება და მოლდოვის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაია სანდუს განცხადებებს სწოდა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, და უკრაინას ბრალი დასდო ვითარების დაძაბვაში და კიშინიოვის ჩათრევის მცდელობაში "მწვავე კონფრონტაციაში რუსეთთან".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S