
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქციის მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ
24/04/2023 16:23:45 საზოგადოება
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქციის მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ.
დემონსტრანტები საავტომობილო გზაზე პლაკატებით და მუხლებმოდრეკილი დგან და ამ ფორმით ითხოვენ მთავრობისგან დახმარებას.
აქონდროპლაზიის დიაგონის მქონე ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ და მთავრობისგან ითხოვენ დააფინანსოს დიაგნოზის სამკურნალო მედიკამენტი „ვოსორიდიტი“.