Accentnews.ge
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედები მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტისკენ მსვლელობას გამართავენ

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედები მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტისკენ მსვლელობას გამართავენ

24/04/2023 15:29:50 საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციას უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

როგორც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი ბავშვის დედა სალომე გაბელაშვილი აცხადებს, დღეს მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტისკენ მსვლელობას გამართავენ.

“მშობლები 6 დღე და ღამეა ვდგავართ მთავრობის ადმინისტრაციასთან და ვითხოვთ, რომ პრემიერ-მინისტრი შეგვხვდეს. დღეს, როცა გავიგეთ, რომ მთავრობის სხდომა იყო, მშობლები ვემზადებოდით, რომ დაგვიბარებდა ბატონი ირაკლი და გვეტყოდა, რომ დაიწყებოდა ჩვენი შვილების მკურნალობა. სამწუხაროდ, ჩვენ მოვისმინეთ ის, რომ არის ბიუჯეტი, არ არის უარი, მაგრამ ჩვენი შვილები მკურნალობას, მაინც ვერ იწყებენ. დედები გაურკვევლობაში ვართ.

დედებმა, რომ გავიგეთ, რომ ჩვენი შვილების მედიკამენტები არ ფინანსდებოდა, მაინც გახარებულები ვართ იმ 300 ონკოლოგიური პაციენტის დაფინანსებით.

მინდა, საზოგადოებას მივმართო: რაღაც სიტყვები ნუ შეგიყვანთ შეცდომაში. დედა არასდროს მოითხოვს შვილისთვის ისეთ მედიკამენტს, რაც არ არის დამტკიცებული და სასარგებლო. დღეს ჩვენ ვმართავთ მსვლელობას. ჩვენ ვიცავთ ყველა ბავშვის და ჩვენი შვილების უფლებებს”, - განაცხადა სალომე გაბელაშვილმა.

ცნობისთვის: დღეს პრემიერმა განაცხადა, რომ 300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

ამავე თემაზე: რა უთხრა პრემიერმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S