ესტონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
24/04/2023 14:50:17 მსოფლიო
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი უკრაინაში ჩავიდა.იგი ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე შეხვდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ კაია კალასთან სამხედრო დახმარება, უკრაინის აღდგენა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის ოფიციალური მოსკოვისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი განიხილა.
ამასთან უკრაინის პრეზიდენტმა ესტონეთს მადლობა გადაუხადა კიევისთვის გაწეული დახმარებისთვის.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ახლა ყველა პარტნიორი მაქსიმალურად სწრაფი უნდა იყოს უკრაინისთვის დახმარების გაწევაში, განსაკუთრებით კი მისთვის იარაღის მიწოდების ნაწილში.


