
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვო მიმოსვლის დაწყების თაობაზე გავრცელებულ ცნობებს სიცრუეს უწოდებს
23/04/2023 19:39:15 საზოგადოება
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვო მიმოსვლის დაწყების თაობაზე გავრცელებულ ცნობებს სიცრუეს უწოდებს.
"ზოგიერთი მედია საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო-სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან არ აქვს საზღვაო-სამგზავრო, ან საკრუიზო მიმოსვლა.
გამოცემა VESTIKAVKAZA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, 2023 წელს რუსული საკრუიზო საზღვაო ლაინერის „პეტრე დიდი“-ს საქართველოს ნავსადგურებში შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით, აბსოლუტური სიცრუეა", – ნათქვამია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში