Accentnews.ge
მედია - აშშ-ის თხოვნით უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე „საიუბილეო“ თავდასხმების განხორციელება გადადო

მედია - აშშ-ის თხოვნით უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე „საიუბილეო“ თავდასხმების განხორციელება გადადო

24/04/2023 12:49:00 მსოფლიო

თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ წლისთავზე, კიევის ოფიციალური პირები მოსკოვზე თავდასხმას გეგმავდნენ, – იწყება The Washington Post.

გამოცემის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს გაჟონილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა კირილო ბუდანოვმა, ერთ-ერთ ოფიცერს დაავალა 24 თებერვალს მასობრივი თავდასხმების განსახორციელებლად მოემზადებინათ ყველაფერი, რაც დაზვერვის მთავარ სამმართველოს ჰქონდა.

მისი ინფორმაციით, საიდუმლო დოკუმენტის თანახმად, უკრაინის ოფიციალური პირები შავი ზღვის საპორტო ქალაქ ნოვოროსიისკზე დარტყმის განხორციელებასაც კი განიხილავდნენ.

„ვაშინგტონში ოფიციალური პირები ფარულად აკვირდებოდნენ უკრაინელების გეგმებს. თეთრი სახლი წუხდა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს, შესაძლოა, კრემლის აგრესიული პასუხი გამოეწვია“, - იუწყება გამოცემა.

The Washington Post-ს ინფორმაციით, დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ დაზვერვის მთავარი სამმართველო "ვაშინგტონის მოთხოვნით მოსკოვზე დარტყმების განხორციელების გადადებას დათანხმდა".

ამასთან, დოკუმენტებში არ არის საუბარი იმაზე, თუ კონკრეტულად ვინ შუამავლობდა და რატომ დათანხმდნენ უკრაინელები, უარი ეთქვათ თავდასხმის გეგმებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S