
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის დედა –"ქართულ ოცნებას" 2015 წლიდან ერთგულად ვემსახურებოდი
24/04/2023 12:19:33 საზოგადოება
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის ერთ–ერთი მშობელი კატეგორიულად უარყოფს, რომ პროტესტი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას უკავშირდება.
იგი პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" 2015 წლიდან ერთგულად ემსახურებოდა".
"არ მეგონა, რომ ამ განცხადებას ისე გააკეთებდით, რომ ჩვენ მშობლებს არ შეგვხდებოდით. მე მინდა გითხრათ თქვენ, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია ჩვენ სხვანაირი ინტერესით არ დაგვდგომია. მე ვარ "ქართული ოცნების" წევრი 2015 წლიდან და ერთგულად გემსახურებოდით. მე ჩემივე მაჟორიტარს ვთხოვე დახმარება, მე ვინც დამეხმარებოდა, ის მინდა, რომ იყოს ჩემი მეგობარი. როგორ გგონიათ ჩვენ მშობლები პოლიტიკურები ვართ? არცერთ პარტიას ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ. მე არ ვთვლი ამ პასუხს უარად, მაგრამ ვთვლი უღირსად თავს ყველა დედა და ყველა მშობელი, რომ თქვენ ჩვენ არ მოგვისმინეთ უამრავი წერილის, თხოვნის მიუხედავად და მოუსმინეთ იაშვილის კლინიკის ექიმს, ავტორიტეტს, რომელიც პირველი აწერდა წერილზე ხელს, რომ ეს მედიკამენტი არის უსაფრთხო და ეფექტური და ეს დევს ჯანდაცვის მინისტრის მაგიდაზე და რომელიც სთავაზობდა იაშვილის კლინიკას რომ დაეხმარებოდა ამ ბავშვებს მულტიდისციპლინური საბჭოს შექმნის შემდეგ მათ სამართავად, დღეს ის ჩვენი პირველი მტერია. მე ვლაპარაკობ ყველა დედის სახელით, მთელ საქართველოს მოგიწოდებთ, არ დაგვტოვოთ მარტო ბრძოლაში, თორემ ჩემი სიცოცხლე თქვენ დაგბრალდებათ", - თქვა ერთ-ერთმა მშობელმა.
ამავე თემაზე: რა უთხრა პრემიერმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს.