Accentnews.ge
სამოქალაქო აქტივისტები „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავენ

სამოქალაქო აქტივისტები „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავენ

14/11/2019 06:55:42 სხვა, საზოგადოება

სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავენ.

ორგანიზატორები მოუწოდებენ დეპუტატებს, არ ჩააგდონ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ პროპორციულ სისტემას დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ, აქციებს გააგრძელებენ.

საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დეპუტატების აზრის ცვლილებას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებენ.

„ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, გვაჩვენოს, რომ თითქოს მას კონტროლის მექანიზმი აღარ აქვს საკუთარ ცხვრებზე, რომელიც პარლამენტში ჰყავს. ამ შენობაში, ახლა იდეაში ჩვენი ქვეყნის ბედი უნდა გადაწყდეს. ვაგლახ საქართველო, რომ ეს ადამიანები წყვეტენ და მათი ერთი თითის დაჭერა შეიძლება გადამწყვეტი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ფხიზელი და ძალიან მზადყოფნაში მყოფი საზოგადოების ხარჯზე ჩვენ შევძლებთ იმას, რომ „ქართული ოცნების“ ეს შემადგენლობაც კი მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნისთვის და 2020 წელს პროპორციული არჩევნები ჩატარდება“,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრა, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, ისევ გადადო. როგორც მმართველის გუნდის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, 14 ნოემბერს მმართველი გუნდის წევრები საკითხზე სამსჯელოდ ისევ შეიკრიბებიან. დეპუტატებმა პარტიის ოფისში შეხვედრა გუშინაც გამართეს, თუმცა კონსენსუსი, როგორც თავად აცხადებენ, არ შედგა. 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, უმრავლესობის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა, და იმისთვის, რომ კენჭისყრის საკითხი რისკის ქვეშ არ დადგეს, კენჭისყრა უნდა გადაიდოს.  

გუშინ საპარლამენტო გამოსვლების პარალელურად პარლამენტთან აქციას მართავდნენ მოძრაობა „სირცხვილიას" აქტივისტები. შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას არ მისცემს უფლებას, გადაწყვეტილება შეცვალოს და არ დააკმაყოფილოს მოთხოვნა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარულის ნაცვლად, პროპორციული საარჩევნო სისტემით გამართვას გულისხმობს.

„ნოკაუტში გაგისტუმრებთ იმათ, ვინც ახლა პარლამენტში ხართ. თუ გაბედავენ ყველაფრისთვის მზად ვართ, არაფრის შეგეშინდეთ", - აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის: ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა და მას მმართველი გუნდის 92 დეპუტატი აწერდა ხელს, თუმცა 12 ნოემბერს  - ინიციარებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ნაწილი მათგანი ამ ცვლილებებს არ იზიარებს. ოპოზიციას აღნიშნული დეპუტატების დამოუკიდებლობისა არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ პროექტის ჩაგდებას ამ გზით ცდილობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S