Accentnews.ge
გაფიცვის გამო ჰამბურგისა და ბერლინის აეროპორტებიდან ავიარეისების შესრულება გაუქმდა

გაფიცვის გამო ჰამბურგისა და ბერლინის აეროპორტებიდან ავიარეისების შესრულება გაუქმდა

24/04/2023 10:00:29 მსოფლიო

გაფიცვის გამო ჰამბურგისა და ბერლინის აეროპორტებიდან ავიარეისების შესრულება გაუქმდა, – იუწყება „როიტერი".

მისი ინფორმაციით, გაფიცულები არიან აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები.

გერმანიის დედაქალაქში მდებარე ბრანდებურგის აეროპორტიდან ყველა რეისის შესრულება გაუქმდა. შეფერხებებია იმ რეისების მიღებაში, რომლებიც დღეს ბერლინში უნდა დაეშვან.

როგორც აეროპორტის წარმომადგენელმა განაცხადა, დღეს 240 ფრენა უნდა შესრულებულიყო.

აქციის მონაწილეები ხელისუფლება ხელფასების გაზრდას სთხოვენ.

ასევე, 24 საათით გაიფიცნენ ჰამბურგის აეროპორტის თანამშრომლებიც. საუბარია კერძო კომპანია „AHS“-ის წარმომადგენლებზე, რომლებიც ჰამბურგის აეროპორტში დაგეგმილი 160 რეისიდან 84-ის მიღებაზე არიან პასუხისმგებლები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S