Accentnews.ge
მედია – მოსკოვში 9 მაისის დღესასწაულზე მხოლოდ ყირგიზეთის პრეზიდენტი ჩავა

მედია – მოსკოვში 9 მაისის დღესასწაულზე მხოლოდ ყირგიზეთის პრეზიდენტი ჩავა

24/04/2023 09:45:49 მსოფლიო

მოსკოვში 9 მაისის დღესასწაულზე მხოლოდ ყირგიზეთის პრეზიდენტი ჩავასადირ ჟაპაროვი ჩავა. როგორც ჩანს, ის ერთადერთი უცხოელი სახელმწიფოს მეთაური იქნება, რომელიც ესტუმრება რუსეთს გამარჯვების დღეს, – იუწყება „ვედომოსტი“.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა არ უპასუხა გამოცემის შეკითხვას იმის თაობაზე, შეძლებს თუ არა მოსკოვში ჩასვლას კიდევ რომელიმე უცხოელი ლიდერი.

2022 წელს 9 მაისის დღესასწაულის აღსანიშნავი აღლუმი მოსკოვში საერთოდ უცხოელი ლიდერების გარეშე გაიმართა, რაც პირველად მოხდა უახლეს ისტორიაში. აღლუმამდე ორ-ნახევარი თვით ადრე, 2022 წლის 24 თებერვალს, დაიწყო უკრაინაში რუსეთის ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრა. პესკოვმა მაშინ თქვა, რომ კრემლს არ დაუპატიჟებია უცხოელი სტუმრები: „საქმე ისაა, რომ ეს არაა საიუბილეო თარიღი“. თარიღი არც წელსაა საიუბილეო, აღინიშნება ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 78-ე წლისთავი. კრემლში არ განუცხადებიათ, დაპატიჟეს თუ არა ვინმე ჟაპაროვის გარდა.

გასულ წლებში, განსაკუთრებით საიუბილეო თარიღებზე, 9 მაისის აღლუმს მოსკოვში მრავალი უცხოელი სტუმარი ესწრებოდა ხოლმე. 2015 წელსაც კი, ყირიმის ანექსიის შემდეგ, აღლუმზე ჩავიდა 20 სახელმწიფოს ლიდერი, მრავალი მათგანი - დსთ-ს სახელმწიფოებიდან. დასავლელი ლიდერები აღლუმს უკანასკნელ წლებში არ დასწრებიან.

რუსეთის ზოგიერთ რეგიონში და ანექსირებულ ყირიმში წელს უარი თქვეს 9 მაისის აღლუმების ჩატარებაზე. ხელისუფლებამ ასევე გადაწყვიტა, უარი ეთქვა „უკვდავი პოლკის“ ტრადიციულ მსვლელობაზე.

ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთში უარი თქვეს წელს გამარჯვების დღის პატივსაცემად აღლუმის ჩატარებაზე. მიზეზად დაასახელეს „სახსრების ეკონომია და სხვა ამოცანების გადაწყვეტა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S