პეკინი გაემიჯნა მისი ელჩის სკანდალურ განცხადებებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტის თაობაზე
24/04/2023 09:19:30 პოლიტიკა
დიპლომატიური სკანდალის შედეგად ჩინეთი გაემიჯნა საფრანგეთში მისი ელჩის - ლუ შაიეს განცხადებებს ყოფილი სსრკ რესპულიკების სუვერენიტეტისა და ყირიმის სტატუსის თაობაზე.
"პეკინის ოფიციალური პოზიცია 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სტატუსთან დაკავშირებით უცვლელია" - განაცხადეს დღეს ჩინეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში და იქვე დასძინეს, რომ "ჩინეთი პატივს სცემს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და სტატუსს".
Bloomberg-ის ცნობით, ელჩის სკანდალური სატელევიზიო განცხადებები მესენჯერ WeChat-ში საფრანგეთში ჩინეთის საელჩოს ოფიციალური გვერდიდან წაიშალა, ჩინეთის საგარეო უწყებამ კი გადაწყვიტა, ლუ შაიეს მიერ ნათქვამი სიტყვები თავის ვებ-გვერდზე არ გამოექვეყნებინა.


