Accentnews.ge
SIPRI – ევროპის სამხედრო ხარჯებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია

SIPRI – ევროპის სამხედრო ხარჯებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია

24/04/2023 07:11:24 მსოფლიო

მსოფლიოში ზედიზედ, მერვე წელია, სამხედრო ხარჯები იზრდება. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის(SIPRI) მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წელს მსოფლიოში სამხედრო ხარჯი 3.7%-ით გაიზარდა და ახალ მაქსიმუმს – 2240 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. საერთო მოცულობიდან 56% მოდის აშშ-ზე, ჩინეთსა და რუსეთზე.

  • საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის თანახმად, უკრაინაში ომის გამო ყველაზე მეტად, 13%-ით გაიზარდა ევროპის სამხედრო ხარჯები და ბოლო, სულ მცირე, 30 წლის განმავლობაში, უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია.

2022 წელს, დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების სამხედრო ხარჯი 345 მილიარდი დოლარი იყო, რაც 1989 წლის შემდეგ სარეკორდო მაჩვენებელია. ყველაზე დიდი ზრდა იყო:

  • ფინეთში(+36%);
  • ლიეტუვაში(+27%);
  • შვედეთში(+12%);
  • პოლონეთში(+11%).

2022 წელს წინა წელთან შედარებით, რუსეთის სამხედრო ხარჯი 9.2%-ით გაიზარდა და დაახლოებით 86.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 4.1% იყო. SIPRI-ს შეფასებით, ეს თანხა 34%-ით აღემატება რუსეთის წინასწარ საბიუჯეტო გეგმას და ადასტურებს, რომ მოსკოვს უკრაინაში შეჭრა მოსალოდნელზე უფრო ძვირად დაუჯდა.

2022 წელს წინა წელთან შედარებით, აშშ-ის სამხედრო ხარჯი 0.7%-ით გაიზარდა და 877 მილიარდი დოლარი იყო, რაც დიდწილად განაპირობა ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის გაწეულმა სამხედრო დახმარებამ(19.9 მილიარდი დოლარი).

საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, ზედიზედ 28 წელია იზრდება ჩინეთის სამხედრო ხარჯი, რომელმაც 2022 წელს შეადგინა დაახლოებით 292 მილიარდი დოლარი. ეს წინა წელზე 4.2%-ით მეტია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S