Accentnews.ge
მედია – მოსკოვის მახლობლად "დრონი" ჩამოვარდა

მედია – მოსკოვის მახლობლად "დრონი" ჩამოვარდა

24/04/2023 07:04:35 მსოფლიო

მოსკოვის ოლქში, ქალაქ ნოგინსკის მახლობლად უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატენილი "დრონის" ნამსხვრევები ერთ-ერთი სააგარაკე დასახლების მახლობლად მდებარე ტყეში იპოვეს და ამჟამად ექსპერტიზა მიმდინარეობს.

ტელეგრამ-არხების Baza-სა და Shot-ს ინფორმაციით, "დრონი" ტყეში, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 300 მეტრში იპოვა დასახლებაში მცხოვრებმა ქალმა. ამ არხების თანახმად, საუბარია უკრაინული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატზე UJ-22, რომელშიც 17 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო. ერთ-ერთი ვერსიით, "დრონი" ხეებს წამოედო და ჩამოვარდა.

საიდან გაუშვეს "დრონი" ჯერ–ჯერობით დაუდგენელია. თებერვლის ბოლოს მსგავსი უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს მოსკოვის ოლქის კოლომენსკის რაიონში მდებარე „გაზპრომის“ სადგურთანაც.

რუსეთი მის ტერიტორიაზე "დრონებით" შეტევაში უკრაინას ადანაშაულებს. კიევი მსგავს ფაქტებს ოფიციალურად არ ადასტურებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S