Accentnews.ge
დასავლეთში საგანგაშოდ მიიჩნიეს ჩინელი დიპლომატის სკანდალური სიტყვები

დასავლეთში საგანგაშოდ მიიჩნიეს ჩინელი დიპლომატის სკანდალური სიტყვები

24/04/2023 06:49:19 მსოფლიო

საფრანგეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა შეშფოთება გამოთქვეს მას შემდეგ, რაც ჩინეთის ელჩმა პარიზში ეჭვქვეშ დააყენა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, კერძოდ უკრაინის სუვერენიტეტი.

საფრანგეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ "განგაშით მიიღეს ელჩის სიტყვები“ და ის „განმარტება მოთხოვეს."

პარიზმა გამოაცხადა თავისი „სრული სოლიდარობა“ ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომლებიც დაზარალდნენ საბჭოთა ხელისუფლებისგან და მოიპოვეს დამოუკიდებლობა „ათწლეულის განმავლობაში ჩაგვრის შემდეგ“.

”უკრაინა, 1991 წელს იგი საერთაშორისოდ იქნა აღიარებული მის საზღვრებში, ყირიმის ჩათვლით. ეს აღიარა მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ, ჩინეთის ჩათვლით”, - თქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დასძინა, რომ ჩინეთმა უნდა განემარტოს, ასახავს თუ არა ეს კომენტარები პეკინის ოფიციალურ პოზიციას.

უკრაინის ელჩმა საფრანგეთში ვადიმ ომელჩენკო, თქვა, რომ ჩინეთს ელჩს გეოგრაფიასთან სერიოზული პრობლემები აქვს.

„უცნაურია, მოისმინო ქვეყნის წარმომადგენლისგან „ყირიმის ისტორიის“ აბსურდული ვერსია, რომელსაც მგრძნობიარე დამოკიდებულება აქვს თავისი ათასწლიანი ისტორიის მიმართ. თუ გსურთ, იყოთ დიდი პოლიტიკური მოთამაშე, ნუ იმეორებთ რუსი აუტსაიდერების პროპაგანდას“, - გამოეხმაურა ჩინელი დიპლომატის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი.

ლატვიამ, ლიტუვამ და ესტონეთმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები დაიბარეს ჩინელი დიპლომატის სკანდალური განცხადების შემდეგ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თქვა, რომ დიპლომატის სიტყვებმა აჩვენა, თუ რატომ აქვთ ევროპულ ქვეყნებს მცირე ნდობა პეკინის შესაძლებლობებისადმი, ითამაშოს კონსტრუქციული როლი მშვიდობის მიღწევაში.

„თუ ვინმეს ჯერ კიდევ აინტერესებს, რატომ არ ენდობიან ბალტიისპირეთის ქვეყნები ჩინეთს „უკრაინაში მშვიდობის შუამავლობაში“, აი, ჩინეთის ელჩი ამტკიცებს, რომ ყირიმი რუსულია და რომ ჩვენი ქვეყნების საზღვრებს არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს“, - დაწერა მან „ტვიტერზე“.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა აღნიშნა, რომ საფრანგეთში ჩინეთის ელჩის განცხადება აბსოლუტურად მიუღებელია: „ჩვენ ველოდებით ჩინური მხარის განმარტებას და ამ განცხადების სრულ უარყოფას“.

მანამდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საფრანგეთში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სუვერენიტეტმა დააეჭვა. ელჩი დააეჭვა უკრაინის სუვერენულობა ყირიმზეც.

"ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებს არ აქვთ ეფექტური სუვერენიტეტი საერთაშორისო სამართალში, რადგანაც არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც ამ სუვერენიტეტს კონკრეტულ ფორმას მისცემდა",- თქვა ლიუ შაიმ ფრანგულ ტელეარხ LCI-ის ეთერში სტუმრობისას.

ლიუ შაიმ ყირიმის კუთვნილებაზეც ისაუბრა - "გააჩნია როგორ უყურებთ ამ საკითხს, არის ისტორია. დასაწყისიდანვე ყირიმი რუსეთს ეკუთვნოდა. ეს ხრუშჩოვმა აჩუქა ყირიმი უკრიანას საბჭოთა კავშირის დროს."

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S