Accentnews.ge
სახელმწიფო დეპარტამენტი – აზერბაიჯანის ქმედება რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ მცდელობებს ძირს უთხრის

სახელმწიფო დეპარტამენტი – აზერბაიჯანის ქმედება რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ მცდელობებს ძირს უთხრის

24/04/2023 06:01:49 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "აშშ ღრმად შეშფოთებულია აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს შექმნის გამო".

უწყების ცნობით, "ეს ქმედება რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ მცდელობებს ძირს უთხრის".

შეერთებული შტატები მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ადამიანებს ლაჩინის დერეფანში თავისუფალი გადაადგილებისა და ვაჭრობის საშუალება უნდა ჰქონდეთ.

„მოვუწოდებთ, განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები და თავი შეიკავონ საზღვრის გასწვრივ პროვოკაციებისგან და მტრული ქმედებებისგან", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის: 23 აპრილს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთი დაადანაშაულეს სამხედრო მომარაგების მიწოდებასა და საკონტროლო-გამშვები პუნქტების გაჩენაში მთიანი ყარაბაღის მახლობლად.

სომხეთის ცნობით, "აზერბაიჯანმა ჩაკეტა ხიდი მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის საზღვარზე, რომელიც რუსეთის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში – ლაჩინის დერეფანში მდებარეობს".

თავის მხრივ, ბაქომ განაცხადა, რომ "საკონტროლო-გამშვები პუნქტები განალაგა სომხეთის საზღვარზე, ლაჩინი-სტეფანაკერტის ტრასის მახლობლად". აზერბაიჯანის სასაზღვრო დაცვის სამსახურის განცხადებით, "ეს ადეკვატური პასუხია სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქმედი სამხედრო შენაერთებისთვის ცოცხალი ძალისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე".

როგორც აზერბაიჯანლი მედია იუწყება, "საკონტროლო-გამშვები პუნქტების ამოცანაა, შეიზღუდოს მოძრაობა ერთადერთ გზაზე, რომელიც სომხეთს აკავშირებს ძირითადად ეთნიკური სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღთან, რომელიც აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედის".

  • მთიანი ყარაბაღი და მიმდებარე აზერბაიჯანული რაიონები 1990-იანების დასაწყისიდან სომხური მხარის კონტროლქვეშ იყო. გასული წლის სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანმა ტერიტორიების დაბრუნების მიზნით შეტევა წამოიწყო. შედეგად ბაქომ დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ირგვლივ მდებარე ყველა რაიონსა და იმ რესპუბლიკის ნაწილზეც, რომელსაც მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფო არ აღიარებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S