Accentnews.ge
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება მოითხოვა

ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება მოითხოვა

23/04/2023 12:54:55 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება მოითხოვა.

"რუსეთის დასასჯელად ვაჭრობისა და სხვა სფეროების სანქციების შეთანხმება ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის საერთო ამოცანაა ჩვენთვის ყველასთვის - აბსოლუტურად ყველასთვის, ვისაც სურს ომის სწრაფად დასრულება, ჩვენი სწრაფი გამარჯვება - რათა გამოვრიცხოთ რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლა“, – აცახდებს ზელენსკი.

ამასთან, კიევი მეტ შეიარაღებას ითხოვს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი მელნიკმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მადლიერია აქამდე მიღებული დახმარებისთვის, მაგრამ „ეს საკმარისი არ არის“:

„უკრაინას ათჯერ მეტი ესაჭიროება, წელს რომ დაასრულოს რუსეთის აგრესია. მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, გადაკვეთონ ყოველგვარი ხელოვნური "წითელი ხაზები" და საერთო შიდა პროდუქტის 1% [უკრაინისთვის] იარაღის მიწოდებას მიუძღვნან“.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 23 აპრილს განაცხადეს, რომ ამჟამად „ყველაზე გააფთრებული“ ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკის რაიონის ქალაქების, ბახმუტისა და მარიინკისთვის. როგორც ხარკოვის ოლქის გუბერნატორი იტყობინება, წუხელ ქალაქ ხარკოვსა და მის შემოგარენში რუსეთის ხუთი რაკეტა ჩამოვარდა. ერთ-ერთი რაკეტის აფეთქების შედეგად გაჩნდა ხანძარი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S