Accentnews.ge
ველოდებით ოფიციალურ დადასტურებას, რომ შესაძლებელია შენობიდან გამოსვლა და ევაკუაცია – „ჯეო სქაის“ ხელმძღვანელი სუდანში მყოფ ქართველებზე

ველოდებით ოფიციალურ დადასტურებას, რომ შესაძლებელია შენობიდან გამოსვლა და ევაკუაცია – „ჯეო სქაის“ ხელმძღვანელი სუდანში მყოფ ქართველებზე

23/04/2023 07:56:32 საზოგადოება

ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ხელმძღვანელი შალვა კიკნაძე აცხადებს, რომ კომპანიის სუდანში მყოფი თანამშრომლები ამ ეტაპზე უსაფრთხოდ არიან და ევაკუაციას ელოდებიან.

მისი თქმით, ავიაკომპანია ელოდება დასტურს, რომ თანამშრომლების შენობიდან გასვლა უსაფრთხოა, რის შემდეგაც დაიწყება მათი ევაკუაცია.

„ჩემი თანამშრომლების ინფორმაციით, სუდანში დღეს დილიდან სროლები შეწყვეტილია. ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, თითქოს დაიწყეს ევაკუაცია სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებმა. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ველოდებით ოფიციალურ დადასტურებას, რომ მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ და შესაძლებელია შენობიდან გამოსვლა. ველოდებით გაერო-დან დადასტურებას, რომ ერთობლივი ევაკუაცია განხორციელდეს. ჩვენ შემთხვევაში, უნდა მოხერხდეს საჰაერო ხომალდთან მისვლა, დათვალიერება და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, მოვფრინავთ თუ ალტერნატიული გზით ვახორციელებთ ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციას. ეს დამოკიდებულია უსაფრთხო დერეფანზე. თუ გვექნება ოფიციალური დადასტურება, რომ შესაძლებელია შენობის დატოვება. ყოველ წუთს ველოდებით პასუხს. 72-საათიანი ზავი დაიწყო პარასკევს, მაგრამ სამწუხაროდ, არ შეუწყვეტიათ სროლა, ეს ზავი ჯერ კიდევ ძალაშია, თუ არ ჩავთვლით, რომ პარასკევი და შაბათი მაინც ისროდნენ. ჩვენს თანამშრომლებს არანაირი პრობლემა არ აქვთ – წყალი საკვები აქვთ, ელოდებიან, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდნენ“, – განაცხადა შალვა კიკნაძემ პირველ არხთან.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა სუდანიდან ამერიკელი დიპლომატების ევაკუაცია განახორციელეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია მეორედ გახდა შესაძლებელი მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, სუდანის დედაქალაქში, არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება სწრაფი მხარდაჭერის ძალებს (RSF) შორის შეტაკებები დაიწყო. მანამდე, შაბათს 150-ზე მეტი მოქალაქის, დიპლომატისა და სხვა ოფიციალური პირების ევაკუაცია განხორციელდა, რომლებიც, ძირითადად, სპარსეთის ყურის ქვეყნების, ასევე ეგვიპტის, პაკისტანისა და კანადის მოქალაქეები იყვნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S