Accentnews.ge
ორჯერ დაკარგა გონება – ალასანია

ორჯერ დაკარგა გონება – ალასანია

22/04/2023 16:31:12 საზოგადოება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა კლინიკაში გონება ორჯერ დაკარგა.

მისივე თქმით, გონების კარგვის ფაქტს კლინიკა „ვივამედში“ თავად შეესწრო:

„ორჯერ დაკარგა გონება ადამიანმა, დღეს. მერე ბადრაგები შემოვიდნენ, ძლივს, როგორ იქნა ამ სიმაღლე ადამიანი აიყვანეს, დავაწვინეთ. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ განმეორდა და გონება მეორედ დაკარგა. მე იქ ვიყავი, იქეთ მხრიდან ექთანი იდგა, მოვახერხე ის, რომ თავი დავუჭირე იმიტომ, რომ გაიშხლართა, მთლიანად გაშავდა და ასე უგონოდ დიდხანს იყო“,– განაცხადა ალასანიამ და მომხდართან დაკავშირებით „ტვ პირველთან“ საკუთარი ვარაუდები გამოთქვა: "პირველ რიგში, ვუკავშირებ იმას, რომ ადამიანი მოწამლულია და მძიმე მეტალები ისევ მის ორგანიზმშია და თავის მოქმედებას აგრძელებს. თვითონ კვების პრობლემაც არის მაგასთან დაკავშირებული. მორიგე ექიმიც იქ იყო, რა თქმა უნდა, ნახა, ძალიან ყურადღებიანი ქალბატონია. ექთანიც და ყველა ძალიან ყურადღებიანია, ბადრაგებიც გულისხმიერები არიან“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S