Accentnews.ge
რუსეთის სარდლობა პუტინის დარწმუნებას ცდილობს თავდაცვაზე გადასვლის აუცილებლობაში – ISW

რუსეთის სარდლობა პუტინის დარწმუნებას ცდილობს თავდაცვაზე გადასვლის აუცილებლობაში – ISW

23/04/2023 07:25:21 ევროპა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და არმიის გენშტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვი სავარაუდოდ, აცნობიერებენ უკრაინის კონტრშეტევის საფრთხეს, მაგრამ პუტინის დაჟინებული მოთხოვნით განაგრძობენ კონტრაქტორების გაგზავნას უაზრო შეტევების გასაძლიერებლად, – ნათქვამია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მიმოხილვაში.

კრემლის წყაროები ადრე იტყობინებოდნენ, რომ პუტინი კომპეტენტურობაზე მეტად უპირატესობას ანიჭებს ლოიალობას, რაც ხელს უშლის როგორც შოიგუს, ასევე გერასიმოვს ფოკუსირდნენ ეფექტიანი თავდაცვისთვის ოპტიმალური პირობების შექმნაზე - მათ უწევთ ელიტარული ქვედანაყოფების გაწირვა მძიმე და უსარგებლო ბრძოლებში. ამასთან, ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის პოტენციური შეტევის მოლოდინში, რუსეთის სამხედრო სარდლობა იძულებულია, გააძლიეროს პოზიციები ყირიმში, სადაც წვევამდელებს აგზავნის.

მანამდე ISW წერდა, რომ 2022 წლის მაისში შოიგუმ და გერასიმოვმა ვერ დაარწმუნეს პუტინი მობილიზაციის გამოცხადების საჭიროებაში მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს იმ მომენტში ეს ძალიან სჭირდებოდა ძალების აღსადგენად.

შესაძლებელია, რუსეთის სამხედრო სარდლობამ ნაწილობრივ გამოასწორა ადრე დაძაბული ურთიერთობები კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინთან, რათა რუსული საინფორმაციო სივრცის მეშვეობით დაერწმუნებინა პუტინი შეტევითი ოპერაციების შეჩერებაში, - იტყობინება ISW.

იხილეთ ასევე: უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე გადავიდნენ – ISW

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S