
საქართველოს ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფის ფავორიტი ანგარიშით 6-0 დაამარცხა
21/04/2023 18:44:14 საზოგადოება
ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა მეოთხე შეხვედრა ჩაატარა და ხორვატიის ნაკრებთან დიდი ანგარიშით, 6:0 (1:0, 1:0, 4:0) გაიმარჯვა.
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ისლანდიის ეროვნულ გუნდს ანგარიშით – 4:1 სძლია, მეორე ტურში – ისრაელს (7:3), მესამე ტურში ესპანეთის ნაკრებთან 0:2 დამარცხდა.
ოთხი ტურის შემდეგ საქართველო ჯგუფში ცხრა ქულით მეორე ადგილზეა. მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას ნაკრები 22 აპრილს ავსტრალიასთან გამართავს.