ოსტინი: "230-ზე მეტი ტანკი უკვე გადაეცა უკრაინას"
21/04/2023 18:38:38 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ მოკავშირეებმა უკრაინაში 230-ზე მეტი ტანკი გადაიტანეს.
„ჩვენმა კოლექტიურმა ძალისხმევამ უზარმაზარი ცვლილება შეიტანა ბრძოლის ველზე - სულ რამდენიმე თვეში, საკონტაქტო ჯგუფმა 230-ზე მეტი ტანკი, 1555-ზე მეტი ჯავშანმანქანა და სხვა აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა მიაწოდა 9 ახალი ბრონირებული სატანკო ბრიგადისთვის. ასევე დაჩქარდა M1 Abrams-ის გადაცემა, რათა უკრაინას მიეწოდოს მეტი ჯავშანტექნიკა უახლოეს თვეებში და უკრაინელებმა გამოიყენონ ისინი გერმანიაში სწავლებისთვის მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში“, - თქვა მან.
უკრაინა არ აკონკრეტებს მოკავშირეებისგან მიღებული ტანკების რაოდენობას. მანამდე AP წერდა, რომ აშშ უახლოეს კვირებში დაიწყებს უკრაინელი სამხედროების წვრთნას Abrams –ის ტანკებზე. 31 ტანკი გერმანიის გრაფენვერის საწვრთნელ მოედანზე მაისის ბოლოს ჩავა, წვრთნა მალევე დაიწყება და დაახლოებით 10 კვირა გაგრძელდება, – აცხადებენ წყაროები.


