Accentnews.ge
სტოლტენბერგი – "რამშტაინის" შედეგებზე: "მთავარი აქცენტი საჰაერო თავდაცვაა"

სტოლტენბერგი – "რამშტაინის" შედეგებზე: "მთავარი აქცენტი საჰაერო თავდაცვაა"

21/04/2023 18:19:54 მსოფლიო

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „რამშტაინის“ შეხვედრაზე განხილული მთავარი საკითხი უკრაინის საჰაერო თავდაცვა იყო.

„მთავარი მესიჯი არის ის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ უკრაინას გარდა იმ უპრეცედენტო მხარდაჭერისა, რომელიც უკვე გაწეულია. და მთავარი აქცენტი, მთავარი პრიორიტეტი არის საჰაერო თავდაცვა. გუშინ ჩვენ მივიღეთ ახალი განცხადებები აშშ-დან დამატებითი რაკეტების შესახებ „პატრიოტის“ოთხი ბატარეისთვის, რომლებიც უკიდურესად მოწინავე თავდაცვის სისტემებია. ნორვეგიამ და სხვა ქვეყნებმა მიაწოდეს NASAMS უკრაინას, ზოგიერთი "T"-სისტემები მიაწოდეს საფრანგეთმა და იტალიამ. ამდენად, მოკავშირეები აქტიურდებიან. მაგრამ, რა თქმა უნდა, რაც მეტი, მით უკეთესი. ამიტომ, ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის გზა მობილიზების, ზუსტი საჭიროებების იდენტიფიცირებისა და შემდეგ ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებისთვისთვის ამ საკონტაქტო ჯგუფში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სხვა დეტალები მან არ დააკონკრეტა.

მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრიორიტეტია მრავალდონიანი საჰაერო თავდაცვის სისტემის რაც შეიძლება მალე აშენება.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „რამშტაინის“ შეხვედრის წინ განაცხადა, რომ უკრაინა მოელის "არსებითი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც დააკმაყოფილებს ბრძოლის ველზე ამბიციურ პერსპექტივებს".

კანადამ „რამშტაინზე“ გამოაცხადა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი, რომლის ღირებულება თითქმის 29 მილიონი დოლარია. თავდაცვის მინისტრის ანიტა ანანდის თქმით, პაკეტი მოიცავს 3,3 მილიონ ლიტრ საწვავს, მცურავ ხიდებს, პირველადი დახმარების კომპლექტს, 40 50 კალიბრის სნაიპერულ იარაღს, საბრძოლო მასალას და ახალ რადიო აღჭურვილობას Leopard 2 ტანკებისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S